სოსო ცინცაძე: ვუსმენ ზოგიერთ ჩვენ პოლიტიკოსს და ვალიდოლით დავდივარ

თუ სწორად ვიმუშავებთ, შანსი კიდევ იქნება, მაგრამ ის რომ გადაწყვეტილია, ასე არ არის, – ასე პასუხობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “აიპრესის” კითხვას იმაზე, რომ რეგინში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით თუ სწორად ვიმუშავებთ, ხომ არ არის შანსი, რომ დაჩქარდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია?

“თუ სწორად ვიმუშავებთ, შანსი კიდევ იქნება, მაგრამ ის რომ გადაწყვეტილია, ასე არ არის. ვუსმენ ზოგიერთ ჩვენ პოლიტიკოსს და თან ვალიდოლს ვსვამ, რომ ამ სისულელეებისგან გული არ წამივიდეს. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ჯერ ბაიდენი მოვიდეს. კი ამბობს ბაიდენი, რომ რუსეთი საფრთხეა, მაგრამ თუ ნიქსონის პოლიტიკას დაუბრუნდა? ნიქსონი იყო ყველაზე ანტისაბჭოთა პრეზიდენტი, მაგრამ მის დროს გაფორმდა ყველაზე დიდი ხელშეკრულებები განიარაღებაზე. მის დროს დაიწყო ბრეჟნევის სიარული ამერიკაში და ნიქსონის ვიზიტები რუსეთში. ეს არის დიპლომატია. ამიტომ, ნუ ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილია ყველაფერი და ამერიკის ბაზა გაჩნდება საქართველოში.

თეორიულად ასეა, რომ ამერიკას სხვა გზა არ დარჩა, თუ უნდა, რომ შეინარჩუნოს ეს სტრატეგიული რეგიონი, რომ მთელი ფსონი დადოს საქართველოზე. სომხეთი გამოირიცხა, აზერბაიჯანი არასოდეს არ ყოფილა და ერთი საქართველოა. მაგრამ, გავიხსენოთ, რომ ნატოს სავალ გზაზე ყველაზე ახლოს ბუქარესტის სამიტის დროს ვიყავით, სადაც თითქოს გადაწყვეტილი იყო მაპის ჩვენთვის მინიჭება. პრეზიდენტი ბუში ორივე ხელით მომხრე იყო, მაგრამ ევროპელებმა ჩააგდეს. მერკელმა ჩააგდო.

დღეს რა გგონიათ ბაზების საკითხი რომ დადგეს რა მოხდება? პირველი ამის წინააღმდეგი ისევ მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი წავლენ. ბაიდენი გაუწევს ევროპას ანგარიშს გაცილებით მეტად, ვიდრე ამას ტრამპი აკეთებდა”, – გვითხრა სოსო ცინცაძემ, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად