სოსო ცინცაძე: შეიძლება სააკაშვილმა აიყოლიოს ხალხი, მაგრამ “ოცნება” რევოლუციით არ წავა-ისეთი სისხლისღვრა იქნება, 20 ივნისი თამაშად მოგვეჩვენება

შეიძლება სააკაშვილმა აიყოლიოს ხალხი, მაგრამ “ოცნება” რევოლუციით არ წავა-ისეთი სისხლისღვრა იქნება, 20 ივნისი თამაშად მოგვეჩვენება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

_ რევოლუციურ სცენარს არ ელოდებით?

_ არ იქნება, რადგან რევოლუციონერების გარეშე რევოლუციური სცენარები არ ხდება. რევოლუციონერი არის სააკაშვილი, ის რომ გარეთ იყოს, მაშინ შეიძლება.

_ ციხიდან ვერ შეძლებს?

_ შეიძლება სააკაშვილმა ციხიდან აიყოლიოს ხალხი, მაგრამ ეს არ არის შევარდნაძის ეპოქა. მაშინ აქ იქნება სისხლისღვრა, მაგრამ რევოლუციით არ დათმობს მმართველი პარტია ხელისუფლებას. მაგრამ, იქნება ისეთი სისხლისღვრა, რომ თვალების დათხრა მოგვეჩვენება საბავშვო ბაღის თამაშად.

_ ელოდებით ამას, რომ შესაძლოა ეს სცენარი ვნახოთ?

_ არა მგონია. კი, შეიძლება ხალხი გამოიყვანო ქუჩაში მშვიდობიან აქციაზე, მაგრამ რევოლუციას სხვა ხალხი სჭირდება, სხვა მუხტია საჭირო. ცნობილი გამოთქმაა, რომ რევოლუციას ფანატიკოსები ასრულებენ. დღეს ჩვენ პოლიტიკაში ფანატიკოსებს ვერ ვხედავ.

_ იდეალისტებიც არ არიან?

_ უკვე იდეალისტებიც არ არიან. შევარდნაძის დროს დამთავრდა ეს ეპოქა – აღარც იდეალისტები არიან და აღარც რევოლუციონერები და კლასიკური გაგებით პოლიტიკოსებიც აღარ არიან უკვე. ხალხი ბრბოდ არის ქცეული. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ეკონომიკური სიდუხჭირე მხოლოდ სამზარეულოში ბუზღუნს იწვევს. ქუჩაში ხალხი არ გამოსულა ამის გამო.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...