სოსო ცინცაძე: შანსი გაჩნდა, მაგრამ მთავარია ოპოზიციამაც ისეთი შეცდომა არ დაუშვას, რაც “ოცნებამ” დაუშვა

“ის, რომ შტურმი არ შედგა, ეს გვიჩვენებს რა გავლენებს ფლობს კობახიძე. ეს რომ კობახიძის ხელში ყოფილიყო, მოხდებოდა შტურმი და სისხლისღვრა, ხოლო მელია იქნებოდა ციხეში, მაგრამ საქართველოს დაემშვიდობებოდა ევროპას, დღეს კი გაჩნდა შანსი, რომ ევროპამ საბოლოოდ არ ჩაიქნიოს ჩვენზე ხელი”, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ “აიპრესს” განუცხადა.

_ მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?

_ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენ გარე მეგობრებზე, დასავლეთზე და ელჩებზე. მელიამ თავისი ქმედებით ელჩებს პოზიცია შეაცვლევინა. თუ გუშინწინ იძახდნენ, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტშიო, დღეს უკვე არცერთი არ იტყვის ამას, დღეს უკვე იტყვიან, რომ უნდა შეთანხმდეთ და მოილაპარაკოთო. მელიამ თავისი რისკიანი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად უალტერნატივოდ აქცია ვადამდელი არჩევნები.

ის, რომ შტურმი არ შედგა, ეს გვიჩვენებს რა გავლენებს ფლობს კობახიძე. ეს რომ კობახიძის ხელში ყოფილიყო, მოხდებოდა შტურმი და სისხლისღვრა, ხოლო მელია იქნებოდა ციხეში, მაგრამ საქართველოს დაემშვიდობებოდა ევროპას, დღეს კი გაჩნდა შანსი, რომ ევროპამ საბოლოოდ არ ჩაიქნიოს ჩვენზე ხელი.

_ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა?

_ მე მგონი კი, მაგრამ ახლა მთავარი ის არის, რომ ოპოზიციამ არ დაუშვას შეცდომა. ის შეცდომა, რაც „ოცნებამ“ დაუშვა, როდესაც ელემენტარულად ვერ მიხვდნენ, რომ მელია ბლეფობდა. როცა ნახეს, რომ არ გადაიხადა გირაო, მაშინაც კი არ დაფიქრდნენ და აფექტში მყოფებმა მოსამართლეს უბრძანეს, რომ ციხეში ჩაესვათ. არ ელოდნენ ამდენი ოპოზიციონერის შეკრებას და ბოლომდე რომ იყვნენ წამსვლელები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...