სოსო ცინცაძე: დასავლეთში სანქციების აუცილებლობას ვერ ხედავენ და ეს “ოცნებამ” კარგად იცის

ამიტომ, კოლექტიურმა დასავლეთის და არა მხოლოდ ევროპის რეაგირება ისეთი უნდა იყოს, რომ „ოცნებამ“ რაღაც საბაბი ყურით მოათრიოს და დაუბრუნდეს ამ ხელშეკრულებას [შარლ მიშელის შეთანხმებას], რაც მე რთულად მიღწევადად მიმაჩნია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ “აიპრესს” უთხრა.

მისი თქმით, მრავალწევრიანი ხელშეკრულებიდან ერთის გასვლით ხელშეკრულების ანულირება ვერ მოხდება.

“დასავლეთში უკვე გვაგრძნობინეს სხვა საკითხებზეც, რომ სანქციებზე ჩვენ მივდივართ უკიდურეს შემთხვევაშიო. რაც საქართველოში ხდება, არ თვლიან იმის აუცილებლობად, რომ სანქციები დაწესდეს. ეს მშვენივრად იცის „ქართულმა ოცნებამ“. რაც არ უნდა იყოს „ოცნებაში“ ავანტიურისტები არ არიან. ვოლსკია გამონაკლისია, რომელსაც სხვა სკოლა აქვს გავლილი.

მრავალწევრიანი ხელშეკრულებაა და ერთი მხარის გასვლის შემდეგ მისი ლიკვიდაცია ვერ მოხდება, შესაბამისად ეს ხელშეკრულება ცოცხალია. ამიტომ, ვაშაძე რომ ამბობს, დავაბრუნოთო, ის ერთ რამეში სწორია, რომ ის გრძნობს, რომ ის ხელშეკრულება არსებობს. შესაძლოა ისე ვერ ფუნქციონირებს, როგორც საჭიროა, მაგრამ ეს ხელშეკრულება არსებობს.

ამიტომ, კოლექტიურმა დასავლეთის და არა მხოლოდ ევროპის რეაგირება ისეთი უნდა იყოს, რომ „ოცნებამ“ რაღაც საბაბი ყურით მოათრიოს და დაუბრუნდეს ამ ხელშეკრულებას, რაც მე რთულად მიღწევადად მიმაჩნია”, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.

კომენტარები
იტვირთება...