სოსო რობაქიძე: “გირგვლიანის დედა, ახლა იური, შემდეგი ალბათ ჩვენ ვიქნებით”

ჯაბურ გამცემლიძე და სოსო რობაქიძე ფიცს დებენ, იური ვაზაგაშვილთან და მთელს საქართველოსთან, რომ ბოლომდე იბრძოლებენ ვაზაგაშვილის და მათი შვილების მკვლელების დასასჯელად. 

ისინი ასევე აცხადებენ, რომ მოუხმობენ თავის თანამოაზრეებს, რათა ერთად გამოხატონ პროტესტი იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არიან დასჯილები ვინც დასასჯელია. მათი თქმით, უნდა "ჩამოიყვანონ ვინც ჩამოსაყვანია" და გაასამართლონ კანონის მთელი სიმკაცრით.

"ეს რა ხდება ქვეყანაში,  შვილის საფლავთან მისვლის უნდა გვეშინოდეს? ვფიქრობთ, რომ გირგვლიანის დედაც მოკლეს, ახლა იური, შემდეგი ალბათ ჩვენ ვიქნებით. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ტერაქტი". 

ჯამბულ გამცემლიძის თქმით ის იური ვაზაგაშვილს ყოველდღიურად ხვდებოდა და ის თავს არ მოიკლავდა. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად