სოსო რობაქიძე: “ძალიან მალე გავლენ დამკვეთებზე”

"დღეს, საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტზე ბრალდებულის გია სოსანაშვილის დაკავების შემდეგ, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს ირაკლი შოთაძეს ვესაუბრე" – განაცხადა სოსო რობაქიძემ "იმედის კვირაში".

რობაქიძის თქმით, დღეს გია სოსანაშვილის დამცველმა სოსო ჯოგლიძემ თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 19 იანვარს სატელეფონო ზარი განახორციელა ირაკლი ფირცხალავასთან. მისი თქმით, ეს ფაქტი საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია.

"დაკავებულის ადვოკატმა ისეთი რამე თქვა, გია სოსანაშვილმა დაურეკა ფირცხალავს და ფირცხალავამ ტელეფონი არ აიღოო. ირაკლი ფირცხალავა ის კაცი არ არის ტელეფონი აეღო. მე ამას აქ დაუსვი წერტილი. ძალიან მალე გავლენ დამკვეთებზე" – განაცხადა რობაქიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად