სოსო რობაქიძე დონაძეს: “ერთხელ მეც გამივარდება!”

სოსო რობაქიძე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს, მისი შვილის მკვლელობის შემდეგ, დანაშაულის დამალვაში ადანაშაულებს,-აღნიშნული განცხადება მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც რობაქიძემ აღნიშნა, გურამ დონაძე უკვე ციხეში უნდა იჯდეს.

"გურამი ხან რას მოიგონებს, ხან რას, თავიდან ამბობდა, იმ დროს საქართველოში არ ვიყავიო, პასპორტი უნდოდა ვითომ – მას გაქცევა უნდოდა საქართველოდან. მეორე, კასეტა, რომელიც თქვენ ფირცხალავას გადაეცით, რატომ დამალეთ ეს კასეტა? თუ გაუვარდათ, ეს კასეტა ხომ არ გამოაჩინეთ, ამაზეც უნდა აგოთ პასუხი, გამოძიებას შეუშალეთ ხელი. 2 მასრა არის ამოღებული ბაშალეიშვილისგან, 2 მასრის გავარდნა არ შეიძლება, გამორიცხულია!

რაც შეეხება ფირცხალავას, მიქაძეს და სხვებს, ეს არის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი არის ჩინოვნიკების, პროკურორების საქმე, ახლა მიდის პროკურატურაში უკვე, გამოძიება. კი არ გაუვარდათ იარაღი, ყველას დახოცვა უნდოდათ იქ, ტაქსი რომ არ გაჩერებულიყო, როგორც მოხდა კორტებზე, როგორც მოხდა ნავთლუღში. შენ თუ მართალი ადამიანი ხარ, რას ნერვიულობ, უნდა იჯდე უკვე ციხეში და ეს აგისრულდება.

მიქაძეს, რომელსაც ავტომატი ხელში უჭირავს, იძახის, რომ ბანდიტს გავუკეთეთ ლიკვიდაციაო, თუ ბანდიტია რატომ გაუვარდათ მაშინ?! მაშინ ეთქვათ თავიდან, გაგვივარდა და პატიოსანი ბიჭი მოვკალითო. ის მოიგონეს, რომ თურმე ეს მანქანა ძიებაში ყოფილა, ამ ბიჭებს თურმე ეძებდნენ, ახლა სპეცოპერაცია დაარქვეს და გავარდნია თურმე რა… მერე რა გაგივარდათ, 3 ბიჭის დაპატიმრება ესეც გაგივარდათ? არაკაცურად, ბავშვს რომ არ უშველეთ ესეც გაგივარდათ? ერთი მე გამივარდება და გაჩვენებ მერე, ნახევარი საათი რომ არ გიშველის არავინ. მიიღოს ეს ყველამ თავის თავზე რა!”.-განაცხადა რობაქიძემ.

დონაძემ რობაქიძის ბრალდებებს არ უპასუხა.

კომენტარები
იტვირთება...