სოსო ფხაკაძე: შეზღუდვა ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე, მაგრამ, აქ მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე

ერთმანეთის მოსმენა, კონსულტაციების გავლა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ამ კონსულტაციების ბაზაზე, რასაკვირველია, არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული გზა, – ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია ყოველთვის არის ღირებული და მით უმეტეს, ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როგორშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ.

„ერთმანეთის მოსმენა, კონსულტაციების გავლა და შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება ამ კონსულტაციების ბაზაზე, რასაკვირველია, არის სწორი და აბსოლუტურად გამართლებული გზა. აუცილებლად მინდა დავამატო ის, რომ დღეს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ბიზნესი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მოხდეს შეზღუდვა, ეს, რასაკვირველია, ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე, მაგრამ ჩვენ ყველამ ასევე ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე ღირებული, დაფასებული და მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე. ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის და ალბათ, ეპიდსიტუაციაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილება და თავად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად