სოსო ჯაჭვლიანი: მე რომ იურიდიულად არ ვიყო მართალი, ესენი ვირის აბანოში ამომაყოფინებდნენ თავს

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი თბილისის მერთან კახა კალაძესთან და საქართველოს პრემიერმინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.

“კახა კალაძეს 1 თვე ვურეკავდი, მაგრამ ვერ გამონახა დრო. მესმის დაკავებულია ქალაქის მერი. მე თვითონ ვინ ვარ ამ გუნდში? ვინ ვარ მე? 2012-იანელი ვარ მე, ჩვენ თავი გვაქვს გაწირული იმისთვის, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. ამ დროს რა ხდება?! ჩემ ცოლს ვიღაც დახვდა, ნიღაბში იყო. მე-3 დღეა და არავინ არ მოსულა (პოლიცია). მე რომ იურიდიულად არ ვიყო მართალი, ესენი რას მიზამდნენ იცით? ვირის აბანოში ამომაყოფინებდნენ თავს. არჩევნები სანამ არ დამთავრდებოდა ხმის ამომღები არ ვიყავი, მაგრამ შეეხნენ წმინდას – სამი შვილის დედას. სად არიან? რატომ არ გამოდიან? აქედან კახა კალაძეს და პრემიერმინისტრს მივმართავ – შემხვდით, მე გეტყვით და გაგარკვევთ საქმეში. ვთხოვ ბატონ პრემიერს და მე ავუხსნი ყველაფერს და ის რაც კითხვებია და ბოლომდე ვერ ვიძახი. თუ ასე არ იქნება, მივმართავ საელჩოებს. არსად წამსვლელი არ ვარ და ვთხოვ რომ დაიცვან ოჯახი, რადგან ისინი არიან დარტყმის ქვეშ”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

ცნობისთვის, 2020 წლის 20 ოქტომბერს სოსო ჯაჭვლიანის ცოლს ქუჩაში ნიღბიანი პირი დაემუქრა. ირმა ფირცხალაიშვილი ამ მუქარას მკლავჭიდის ფედერაციაში მიმდინარე დაპირისპირებას უკავშირებს. ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ პოლიციისთვის მიმართვას არ აპირებს, რადგან არ ენდობა. რაც შეეხება თავდამსხმელს, მისი იდენტიფიცირება ვერ მოახდინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად