სოსო ჯაჭვლიანი: დღეიდან ვაცხადებ საჯარო ბრძოლას უნამუსო და დამნაშავეების წინააღმდეგ

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი კახა კალაძის ცოლის ძმას, გიორგი არეშიძეს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს.

“იმდენად გათავხედდნენ, რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაიწყეს ნადირობა, მუქარების განხორციელება. ამიტომ დღეიდან ვაცხადებ საჯარო ბრძოლას ამ უნამუსო და დამნაშავეების წინააღმდეგ. ამავე დროს, მოვითხოვ ყველა ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც ღიად ადასტურებს ჩვენი ფედერაციის კანონიერ საქმიანობას, რომელიც ხელს უშლის დამნაშავეებს თავიანთი ბოროტი ზრახვების განხორციელებაში”-  განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა  გადაცემაში “ღამის მთავარი.”

სოსო ჯაჭვლიანი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესების სათავეში კახა კალაძე დგას.

ის იხსენებს, რომ მისი გამგეობის მდივანს ღამის 2 საათზე სახლში მიაკითხეს და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, ხოლო სამართალდამცველებს სოსო ჯაჭვლიანის თქმით, ამ ყველაფერზე რეაგირება არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ: 17 ოქტომბერს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის შეხვედრა ხმაურით დასრულდა – სოსო ჯაჭვლიანს სხდომაზე წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს. სოსო ჯაჭვლიანმა “ქართული ოცნება” დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად