სოსო გოგაშვილის შვილი: მამაჩემმა თუ იცის აქ რომ ვარ?! ანუ 6-ის მერე, სახლში უნდა წავიდე რომ დაბნელდება?!

“ქართული ოცნების” ოფისის წინ გამართულ აქციაზე ერთმანეთს “გაბედეს” აქტივისტები და “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

აქციაზე იმყოფებოდა სოსო გოგაშვილის შვილიც ნიკა გოგაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ იქ იმყოფება როგორც დამოუკიდებელი მოქალაქე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მამის საქმიანობასთან ამ შემთხვევაში.

” ნაციონალური მოძრაობა” არის ის ძალა, რომელსაც არ აინტერესებთ არანაირი ქართული ფინდამენტური ღირებულებები და იღვწიან იმისთვის, რომ არულობა მოახდონონ. ესენი არიან ჩვეულებრივი ტერორისტები რომელთაც უნდათ, რომ სიტუაცია აურიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ არასდროს, ხალხმა გადაწყვიტა არჩევნებით, რომ ესენი ხალხს არ უნდა.

9 წელი რომ ადამიანები გააჩანაგეს, გააუბედურეს და ხალხი ეტლში ჩასვეს, ეს არაფერს ნიშნავს?! ამიტომ ვარ გამოსული, ამ ყველაფერს ვაპროტესტებ.” –  განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცის თუ არა მამამ მისი იქ ყოფნის შესახებ, ნიკა გოგაშვილმა უპასუხა:

მამაჩემი რა შუაშია? ისეთ რაღაცას მეკითხებით, რომ მეცინება. მეკითხებით მამაჩემმა იცის თუ არა აქ რომ ვარ? ანუ, 6 -ის მერე, რომ დაბნელდება, სახლში უნდა წავიდე?!” – იკითხა ნიკა გოგაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად