სოსო გოგაშვილის შვილი: ესენი ტერორისტების “გამპრავებლები” არიან… დაჩაჩანაკებულ მოძრაობას უკან შემობრუნება უნდა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის სოსო გოგაშვილის შვილი მოძრაობა “გაბედეს” საწინააღმდეგო აქციაზე მივიდა, რომელიც ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარეობს. როგორც ნიკა გოგაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, საკუთარი პოზიციის გამოსახატად მივიდა ადგილზე და მამამისი ამასთან კავშირში არ არის.

“ესენი არიან ტერორისტების “გამპრავებლები”  არიან. კარგად იცით რასაც ვგულისხმობ. რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ იცით.

მე აქ ვარ იმიტომ, რომ გული შემტკივა ჩემს აქვეყანაზე. სოსო გოგაშვილის შვილს უფლება არ აქვს, რომ მოვიდეს აქ და დადგეს ქართველი ხალხის გვერდზე? მე ვარ სრულწლოვანი და მოვედი აქ. რა მნიშვნელობა აქვს იცის თუ არა სოსო გოგაშვილმა. არაფერ პროცესში არ არის ჩართული მამაჩემი.

ჩვენ ხელს არავის ვუშლით. უბრალოდ გული გვტკივა იმაზე, რომ ეს ძალა გამოდის და კიდევ მორალს გვიკითხავს. 9 წლის განმავლობაში გაგვანადგურეს. ამ ძალას უნდა სიტუაციის არევა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, დაჩანაკებული მოძრაობა შემობრუნდეს უკან. მე არ ვარ ქართული ოცნების წევრი, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ”, – განაცხადა სოსო გოგაშვილის შვილმა.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა “გაბედეს” აქცია მიმდინარეობს. პარალელურად კი გაიმართა კონტრაქციაც, რომელიც ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებისა და აქტივისტების ჩართულობით გაიმართა. შედეგად აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიცია ცდილობს ვითარების განმუხტვას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად