სოსო გოგაშვილი არ აკონკრეტებს მიზეზს, რის გამო დატოვა „ქართული ოცნება“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა პარტია “ქართული ოცნება” დატოვა.

სოსო გოგაშვილი გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს და განმარტავს, რომ მედიის კითხვებს მომავალში უპასუხებს.

“მქონდა საუბარი პარტიის თავმჯდომარესთან, გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება და მიზეზებიც ავუხსენი. ყველაფერი გასაგები იყო მისთვის, წარმატებები მისურვა მომავალ საქმიანობაში და ასე დავშორდით ერთმანეთს. ახლა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. მადლობა, რომ დაინტერესებული ხართ ჩემი პერსონით. მომავალში გაგცემთ პასუხებს აუცილებლად”, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

ცნობისათვის, სოსო გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. ის ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად