სოსლან ზოიძე: “შუახევიჰესის” მშენებლობისას დაზარალებულებს პრემიერთან შეხვედრა სურდათ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შუახევის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი სოსლან ზოიძე აცხადებს, რომ "შუახევიჰესის" გახსნის დროს პრემიერთან იმ ორი სოფლის მოსახლეობასაც უნდოდა შეხვედრა, რომელიც ამ ჰესის მშენებლობის დროს დაზარალდა. 

როგორც ჟურნალისტებთან სოსლან ზოიძემ განაცხადა, მოსახლეობას პრემიერთან პრობლემებზე საუბარი სურდათ, თუმცა სამართალდამცავებმა გახსნის ცერემონიალზე შესვლის უფლება არ მისცეს. 

მოსახლეობას შეხვდა მაღალმთიანი აჭარის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც მოსახელობას გაესაუბრა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოსახლეობას არანაირი პრობლემები არ შექმნიათ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად