სოფო სომხიშვილმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა

+70 კგ წონით კატეგორიაში, ძიუდოისტმა სოფო სომხიშვილმა, უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ტრიუმფით დაასრულა. 

ფინალში, ქართველმა ლიტველ ჯასტინა კმილიაუსკაიტეს იპონით სძლია და შანსი არ დაუტოვა.

სომხიშვილის ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის მეოთხეა. სომხიშვილამდე, ოქროს მედალი მიხეილ ბექაურმა ( -90 კგ) მოიპოვა, ხოლოდ ბრინჯაო – ლევან ჭელიძემ ( +90).

ჯამში, საქართველოს ნაკრებს, 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მხოლოდ ძიუდოისტებმა მოუტანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად