სოფო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დაინიშნა

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სოფიო ქაცარავა გახლდათ 2016-2019 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო მიმართულების ხელმძღვანელი. სოფიო ქაცარავას 2016 წელს მიენიჭა დედოფალ ელისაბედ II-ის ჯილდო, 1998 წლიდან 2016 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა სოფო ქაცარავამ 2019 წლის 16 ნოემბერს განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატს ტოვებს და სოციალურ ქსეში დაწერა.

“დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!”

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრის ჩაგდების შემდეგ დატოვეს. 12-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის იყო სოფო ქაცარავა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად