სოფო კილასონია: თუ ხელოვნება გენატრება შენ როგორმე უნდა აღმოჩნდე ან წინანდალში, ან შატო მერეში, შატო… რაღაცაში

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია სოციალურ ქსელში პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე წერს და აღნიშნავს, რომ დარჩა ის ტენდენცია, რაც იყო ყველაზე მეტად ხელშეწყობილი – ხელოვნება ძლიერთათვის.

“პანდემიამ ხელოვნება გახადა საოცრად მიუწვდომელ-ელიტარული.

თავიდან ყველას გვეგონა, რომ ახლა ინტერნეტის და ახალი ტექნოლოგიების გზით, ისე როგორც არასდროს, ღია და საჯარო გახდებოდა. შეხების ახალ ფორმებს დავუწყებდით ძებნას, ან გადავიდოდით ხელოვნების იმ ფორმებზე, რომელთა ინტეგრირებასაც ახალ მედიუმებში შევძლებდით, მაგრამ ამას შრომა და თანაც ხელშეწყობა სჭირდებოდა.

საბოლოოდ მივიღეთ ის, რაშიც იდებოდა და იდება სახელმწიფო ფინანსები და ყურადღება – თუ ხელოვნება გენატრება შენ როგორმე უნდა აღმოჩნდე ან წინანდალში ან კაჭრეთში ან შატო მერეში, შატო… რაღაცაში.

ანუ კრიზისის დროს, დარჩა ის ტენდენცია, რაც იყო ყველაზე მეტად ხელშეწყობილი – ხელოვნება ძლიერთათვის. ხელოვნება ნამდვილ და გამოგონილ შუასაუკუნოვან ფეოდალიზმში – შატოების კულტურაში. ანუ ყალბ ისტორიაში”, – წერს სოფო კილასონია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად