სოფო კილაძე ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილესთან, ქეით გილმორთან შეხვედრა გამართა.

სოფო კილაძემ ქეით გილმორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა სფეროებში გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმაზე და არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველესად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა (OHCHR) და ადამიანის უფლებათა საბჭოს აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ქეით გილმორმა ხაზი გაუსვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი ოფისის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში ადამიანის უფლებების რეფორმების სფეროში. ოფისი, ასევე, მიესალმება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებულ სამშვიდობო პოლიტიკას.

ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად