სოფო კილაძე: თეა წულუკიანის მხრიდან ვინმეზე ზეწოლა არ მინახავს, ნამდვილი ზეწოლა მე მახსოვს ზურაბ ადეიშვილის დროს

“თეა წულუკიანის მხრიდან ვინმეზე ზეწოლა არ მინახავს და მგონია, რომ ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ზეწოლა მე მახსოვს ზურაბ ადეიშვილის დროს, როდესაც იუსტიციის მინისტრი და მთლიანად სამინისტრო ზეწოლას ახდენდა ადამიანებზე. ის იყო  ნამდვილი ზეწოლა. თეა წულუკიანი არის ღირსეული მინისტრი”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმინაობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

“რაც ეხება ბაჩანა შენგელიას ეპიზოდს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩვეულბრივი სამართლებრივი პროცედურა.  კიდევ ერთი არგუმენტი იმ ოპონენტების, რომლებიც ამბობენ, რომ კლანი არის სასამართლოში, “ქართული ოცნება” აკონტროლებს ამ კლანსო და სასამართლო მთლიანად პოლიტიზირებულიაო. ვხედავთ, რომ სასამრთლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თავად ჩათვალა სწორად. ეს ჩვეულბრივი სამართლებრივი ფორმაა და ერთი სერიოზული არგუმენტი ჩვენთვის, რომ სასამართლოს არავითარ პოლიტიზირებას ადგილი არ აქვს და სასამართლო თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, სასამართლომ თეა წულუკიანის უწყებას ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის აღდგენა დაავალა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინათინ ბოკუჩავას მიერ პარლამენტის პლენრულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას ბაჩანა შენგელიას სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ასე უპასუხა: დაანებეთ ბაჩანა შენგელიას თავი, კანონით აკრძალულია ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია წლიური ანგარიშით წარდგა. მას დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს. თინათინ ბოკუჩავას შეკითხვა ეხებოდა ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს.თინათინ ბოკუჩავა პრემიერს, – „ბაჩანა შენგელია სამსახურიდან წულუკიანის თვითნებობით გათავისუფლდა თუ თქვენი დავალებით მოხდა“?

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად