სოფო კილაძე შალვა ნათელაშვილზე: ყველასთვის ცნობილი მასხარა რას იტყვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია

„შეურაცხყოფილი ვიქნებოდი, ვინმე სერიოზულ პოლიტიკოსს რომ გაეკეთბინა ეს განცხადება. შალვა ნათელაშვილი ყველასთვის ცნობილი მასხარა რას იტყვის, მართალი გითხრათ, ნაკლებად მნიშვნელოვანია.”

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის მიერ სოცილაურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც გააკრიტიკა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილილებების ნაწილი, რომელიც პარლამენტში ქალთა კვოტირების საკითხს უკავშირდება. 

“ფაქტი არის ის, რომ  150 დეპუტატიდან მხოლოდ 16% ქალია, მაშინ  როდესაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარზე მეტი არის სწორედ ქალი. ქალებს აქვთ განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში, ტრადიციებასა და  კულტურაში და სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა, მით უფრო, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ჭკვიანი, ძლიერი, განათლებული ქალი და ვხედავთ, რომ რაღაც ბარიერების არსებობის გამო, ისინი ვერ არიან შესაბამისად პარლამენტში წარმოდგენილი”, -განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახენებთ, შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ის, რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა ქვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა,დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური. იქნებ იმდენი პოლიტიკოსი ქალი ყავს პარტიას,რომ პირველი ათეული კი არა პირველი ოცდაათეული სულ ქალბატონები ჩაწეროს ან იქნებ რაღაც ეტაპზე არცერთი პოლიტიკოსი,საჯარო მოღვაწეობაზე ორიენტირებული ქალი არ ყავს პარტიას და ამ კანონის გამო მაინც უნდა გამოიგონოს და ჩაწეროს? ამის დამწერ იდიოტებს ვეკითხები – ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები? ისე დაეცემა ტუზი კილაძეს, გუგული მაღრაძეს, ენძელას და სხვა თანავარსკვლავედის წევრებს. ვაი თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც რა თქმა უნდა“.

ცნობისათვის, საარჩევნო კოდექსში შეატანი ცვლილებების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით, შემოთავაზებულია შემდეგი სახის ცვლილებები:

 

  • 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • 2032 წლამდე საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ წევრს ჩაანაცვლებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ;
  • 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიის მიერ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება;
  • საკრებულოს გამოკლებული წევრის შემთხვევაშიც იმოქმედებს პარლამენტში გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის წესი (გამოკლებულ წევს ჩაანაცვლებს იმავე სქესის კანდიდატი)

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად