სოფო კილაძე სერგი კაპანაძეს: იმიტომ ესხმით თავს თეა წულუკიანს, რომ “ქართული ოცნების” გამორჩეული ლიდერია

“მესმის, რომ თეა წულუკიანი თქვენი ფართო პარტიისთვის და არა მხოლოდ “ევროპული საქართველოსთვის” განსაკუთრებული თავდასმის საგანი ხდება ყოველთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი დამოკიდებულებაა გამორჩეულ ლიდერებზე თავდასხმა. ამიტომ არის ხოლმე თეა წულუკიანი თქვენი თავდასხმის ობიექტი მუდმივად. ამჯერზეც მგონია, რომ სწორედ ამ თემასთან გვაქვს საქმე – იმიტომ ესხმით თავს, რომ ის გამორჩეული ლიდერია “ქართული ოცნების” და საკმაოდ ენამახვილურად გიგებთ ხოლმე დებატებში.

 

ასე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ “ევროპული საქართველოს” ერთრთ ლიდერს, სერგი კაპანაძეს, რომელიც ბაჩანა შენგელიას საკითხთან დაკაშირებით პარლამენტში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლას ითხოვს.

“როდესაც ჩვეთან შემოვიდა თქვენი ფრაქციის განცხადება იუსტიციის მინისტრის მოწვევის შესახებ, ზუსტად ორი დღით ადრე თეა წულუკიანი უფრო ფართო ფორმატით იყო მოსული პლენარულ სესიაზე. მაშინ ვთქვით, რომ ნებისმეიერი კითხვა, რომელიც გქონდათ, შეგეძლოთ დაგესვათ მისთვის და შეზღუდვა არ გქონდათ და რაღაც სხვა კითხვები დასვით. მე რამდანადაც ვიცი, გარკვეული ტექნიკური თემებია, რაც შეიძლება უშუალოდ მინისტრს არ ეხებოდეს სამსახურში აღდგენასთან დაკაშირებით. დარწმუნებული ვარ, კანონი აუცილებლად აღსრულდება და სასამართლო გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადებში იქნება აღსრულებული”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, სერგი კაპანაძემ განმარტა, რომ რა მაგალითიც სოფო კილაძემ მოიყვანა, მაშინ პრემიერი იყო პარლამენტში მოსული და იუსტიციის მინისტრი იქ იჯდა, რომელმაც დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.

“ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, რა მაგალითიც მოიყვანეთ, მინისტრი კი არ იყო პარლამენტში, არამედ პრემიერი იყო  და მინისტრი იქ იჯდა. კითხვა მას დავუსვით და პასუხი არ გაგვცა. მე რა ფაქტიც მოვიყვანე მოხდა მაგის შემდეგ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თქვენი გამორჩეული ლიდერის მიერ გამოცემული ბრძანება უნდა შეჩერებულიყო. ამის შემდეგ გავიდა კვირაზე მეტი. არსებობს ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არ სრულდება თქვენი გამორჩეული პოლიტიკური ლიდერის მიერ და თქვენ, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმის ნაცვლად, რომ იმ ადამიანის უფლებას იცავდეთ, ვის მიმართაც უფლება ირღვევა, აქ იცავთ მინისტრს”, – მიმართა სერგი კაპანაძემ სოფო კილაძეს.

ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელიამ იუსტიციის სამინისტრო დაადანაშაულა და პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.სასამართლომ თეა წულუკიანის უწყებას ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის აღდგენა დაავალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად