სოფო კილაძე ნაძალადევის მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო

ნაძალადევის მოსახლების მიმართვიანობის თემატიკიდან გამომდინარე, მაჟორიტარი დეპუტატი მათი ადგილზე გაცნობით დაინტერესდა და მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილებზე ესტუმრა. სოფო კილაძის თქმით, მნიშვნელოვანია, მაჟორიტარი დეპუტატი ადგილზე ეცნობოდეს და უშუალო თანამონაწილეობას იღებდეს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში.

"ნახალოვკაში ბევრია ავარიული კორპუსი, რომლებსაც გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება. ზოგისთვის პრიორიტეტი უბნის ინფრასტრუქტურის გამართვაა, ან კიდევ ბავშვებისთვის სკვერების და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეები გრძნობდნენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატის სრული მხარდაჭერა და თანადგომა აქვთ", – განაცხადა სოფო კილაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად