სოფო კილაძე: ეს არის შედეგი იმ რიგი შეცდომების, რომელიც “ოცნების” გუნდმა დაუშვა

ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგს, სადაც 25 კანდიდატიდან საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდეტნი ვერ აირჩია.

“ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმ რიგი შეცდომების, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაუშვა. ამის არც ხალხზე და არც ნაცებზე გადაბრალება არ იქნება სწორი.

მხოლოდ საკუთარი შეცდომების გაანალიზება და ამ ანალიზზე ადეკვატური რეაგირება, კონკრეტული, ხალხისთვის სასარგებლო შედეგის დადება იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ისევ დავიბრუნოთ საზოგადოების ნდობა.

ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ეს არის დიდი გაფრთხილება, რომ ჩვენ არ ავცდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც ხალხს სიკეთეს მოუტანს.

ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა წავიდეთ წინ. რეფორმები და საქმის კეთება, მხოლოდ ეს უშველის ამ ქვეყანას”, -წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის,  ცეკო-ს მონაცემებით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატს შორის მეორე ტური გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად