სოფო კილაძე “ენმ”-ზე: იმ რეზოლუციას ღიად დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო და ლოგიკურად, ოკუპაციაც საქართველოს დანაშაულით მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საქმე ეხება პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

„იმ რეზოლუციას ღიად დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო და ლოგიკურად, ოკუპაციაც, საქართველოს დანაშაულით მოხდა. ამის შემდეგ, ეს პოლიტიკური ძალა ბრალს სდებს „ქართულ ოცნებას“, თითქოს ჩვენ ვატარებთ ოკუპანტის ინტერესს და გამოგვყავს საქართველო ომის დაწყების ინიციატორად. ამ უკანასკნელს, ყოველდღიურად ააქტიურებენ მათი პროპაგანდის ტელე თუ ინტერნეტ მედიასაშუალებები. ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? -ფაქტი ჯიუტია და დასკვნის გაკეთება არ უჭირს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროპაგანდა საზოგადოების მცირე ნაწილზე ზეგავლენას მაინც ახდენს. საზოგადოების ამ ნაწილს ვთხოვდი, ფაქტების და შედეგების მიხედვით შევაფასოთ უახლოესი წარსული და ის დიდი ტრაგედია, რაც ქვეყანას დამართეს. როდის იყო პროპაგანდის საფუძველზე ადამიანს სწორი დასკვნა გამოჰქონდა?!“ -წერს სოდო კილაძე.

შეგახსენებთ, “ღამის კურიერში” სტუმრობისას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა: “პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ეს საქართველოს ღალატი ნამდვილად არ არის და მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლობა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად