სოფო ხორგუანი: პრემიერისგან ველოდებით მინისტრთა კაბინეტს, სადაც არ იქნებიან ტიკარიძე, თურნავა და ჩხენკელი

პრემიერისგან ველოდებით მინისტრთა კაბინეტს, სადაც არ იქნებიან ტიკარიძე, თურნავა და ჩხენკელი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე( 2007 წლის აგვისტოდან 2009 წლის იანვრამდე) სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს.

“ახლა სრულიად სერიოზულად.
სანამ ქაჯანას ველოდებით, რომელიც შესძახებს, შედიიით, შეედით ან წადიიით, წადიიით, ფაქტია, რომ პრემიერისგან ველოდებით ახალ მინისტრთა კაბინეტს, სადაც არ იქნება ტიკარაძე, თურნავა და ჩხენკელი. ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის რეფორმას სხვა გამოცდილება სჭირდება. ეკონომიკაში ახალი სუნთქვა და კლიშეებიდან თავის დაღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განათლება კი ამ ყველაფერის თავიცაა და ბოლოც. იუსტიციის მინისტრად თუ ნათია მეზვრიშვილს წარადგენენ, ლოგიკური და ჯანსაღი გადაწყვეტილება იქნება. რეგიონებში რწმუნებულებსაც შეცვლის, იმედია.
ირაკლი კობახიძის ჭკუაზე სიარულს თუ არ დაამთავრებს პარტია, პარტიად ვერ ჩამოყალიბდება, მმართველი პარტია რომ არ იყოს, არ ვიდარდებდი.
p.s. ნაცმო რა იყო და არის, ვიცით! და მათი აზრები საკადრო ცვლილებებზე არ გვაინტერესებს! ყველაზე მეტად მათ აწყობთ სუსტების თანამდებობებზე შენარჩუნება!
p.p.s. დღევანდელი რომ სჯობს წარსულს, ვიცით. მაგრამ დღეს ერთ ადგილზე დგომა, უკან სვლას ნიშნავს!
p.p.p.s. ზურგს უკან მოჭორავე უსაქმურებსა და მავნებელ მლინქვნელებზე ვერ მოვცდები”, – წერს სოფო ხორგუანი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად