სოფო ხორგუანი „ოცნებას“: მართლა გგონიათ, რომ თუ ყველაფერს გახარიას დააბრალებთ, გადარჩებით?

ოცნებაში, ვისაც საღი აზრი შეგრჩათ, მართლა გგონიათ, რომ ახლა თუ ყველაფერს გახარიას დააბრალებთ, თქვენ გადარჩებით? – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე( 2007 წლის აგვისტოდან 2009 წლის იანვრამდე) სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს:

“ოცნებაში”, ვისაც საღი აზრი შეგრჩათ, მართლა გგონიათ, რომ ახლა თუ ყველაფერს გახარიას დააბრალებთ, თქვენ გადარჩებით? გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ფულს დაარიგებს ისევ, თქვენი ტყავების გადასარჩენად? გგონიათ, რომ “ნაცების” სიძულვილით ისევ გავჩუმდებით? გგონიათ, რომ ჩვენ, მოქალაქეებს, არ შეგვიძლია კარგისა და ცუდის გარჩევა და ობიექტური რეალობის შეფასებაც?
ეს ქვეყანა მაინც გადარჩება, იმდენს გაუძლო უკვე და კიდევ გაუძლებს! თქვენ კი, საკუთარ პაწაწინა ეგოს რომ ვერ გასცდით, თქვენ რა გეშველებათ?” – წერს სოფო ხორგუანი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად