სოფო ხორგუანი: ძლივს გვეღირსა ქვეყანაში შეჯიბრებითობის პრინციპზე დამყარებული პროცესი

უფლებადამცველი სოფო ხორგუანი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ პროცესი გამჭვირვალეა.

"ამაზე უფრო გამჭვირვალედ შეუძლებელია სასამართლო პროცესი მიდიოდეს. საფრთხეები იქ არსებობს, სადაც სისტემა დახურულია. ერთადერთი, რაც არ გაგვიკეთებია, სათათბირო ოთახში გასულ მოსამართლეს კამერებით არ შევვარდნივართ ოთახში და არ გადაგვიღია, როგორ წერს დასაბუთებას, დანარჩენი, ყველაფერი სახეზე გვაქვს. ჩვენ ვხედავთ სამართლებრივ დავას და ძვლივს გვეღირსა ქვეყანაში შეჯიბრებითობის პრინციპზე დამყარებული პროცესი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, როგორ წარიართება შედგო პროცესი”,  გააცხადა სოფო ხორგუანმა GDS-ზე გადაცემაში "20/30".

“ყველას აქვს უფლება გამოხატოს აზრი და არცერთი მხარის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა ადამიანების მიერ გამოთქმული აზრი არ არის პანაცეა. შესაძლოა, ვინმემ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზეც გამოთქვას ეჭვი, მაგრამ ამის მტკიცების საფუძველი არ გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია დროებითი მმართველების გადაწყვეტილებაც, რომ დღესვე კი არ დაიწყონ მართვა, არამედ იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, დაელოდონ ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებას…” – განმარტავს სოფო ხორგუანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...