სოფო ხორგუანი: ანტივაქსერების კი არა, უპასუხისმგებლო ხელისუფლების ქვეყანა ვართ

სოფო ხორგუანი: ანტივაქსერების კი არა, უპასუხისმგებლო ხელისუფლების ქვეყანა ვართ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე( 2007 წლის აგვისტოდან 2009 წლის იანვრამდე) სოფო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს:

“არავინ მითხრას, რომ ანტივაქსერების ქვეყანა ვართ. უფრო უპასუხისმგებლო ხელისუფლების, რომელმაც ის ვერ მოახერხა, რომ სიმძლავრეები დაემატებინა საიტისთვის, რომ აცრის მსურველებმა დარეგისტრირება მოვახერხოთ. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ დროულად ვერ შემოიტანეს ვაქცინები. საინფორმაციო კამპანიაც შესაბამისად დაგვიანებული იყო ❤ ბევრად უკეთესს ხელისუფლებას ვიმსახურებთ”, – წერს სოფო ხორგუანი.

შეგახსენებთ, დღეს “სინოფარმის” მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია 20:00 საათზე დაიწყო საიტზე https://booking.moh.gov.ge-ზე, თუმცა ბევრი მოქალაქე წუხს, რომ რეგისტრაციას ვერ ახერხებს, სავარაუდოდ საიტზე ხარვეზებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...