სოფო ბათილაშვილს ბერკლის სამუსიკო კოლეჯმა სწავლა 100 000$-ით დაუფინანსა

მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა ბერკლის სამუსიკო კოლეჯში გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სასწავლებლად, 100 000$-ის ოდენობით დაფინანსება მიიღო. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

“ასეთი ამბავია!
გავიარე გამოცდა და 4 წლიან ბაკალავრზე სასწავლებლად ჯამში 100 000$-ით დამაფინანსა ბერკლიმ.
Thank you Berklee College of Music for scholarship!”,-წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

სოფო ბათილაშვილი ქართულმა საზოგადოებამ პროექტ „იქს ფაქტორით“ გაიცნო.  2018 წელს მან მონაწილეობა პროექტ „მხოლოდ ქართულში” მიიღო და გაიმარჯვა კიდეც.

განსაკუთრებული სიმპათია მის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა დაიმსახურა, როგორიცაა „იაგუნდი“ და „რა კარგიხარ, რა კარგი“.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...