სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა ამჯერად სოფელ როკითში, დიდველასა და ზედა დიმში, როხში, პირველსა და მეორე ობჩაში გაიმართა. მოსახლეობის გადაწყვეტილებით აღნიშნულ სოფლებში პრიორიტეტებად გარე განათება, შიდა საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობა, სასმელი წყლის რეაბილიტაცია და სოფელ როხში ახალგაზრდული ცენტრის სპორტული ინფრასტრუქტურით და ინვენტარით აღჭურვა განხორციელდება.
სოფელ როკითში პრიორიტეტებისთვის 16 000 ათასი ლარია გამოყოფილი, 16 000-16 000 ლარია განკუთვნილი სოფელ დიდველასა და ზედა დიმისთვის. როხსა და პირველ ობჩაში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 20 000-20 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო მეორე ობჩაში 16 000 ლარი. ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად სულ 346 000 ლარია გათვალისწინებული. საპროექტო წინადადებების განხილვას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და საფინანსო სამსახურების ხელმძღვანელები, ასევე მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად