„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ნოქალაქევში

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 738 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

მუნიციპალიტეტის 14-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად იხრეშება შიდა საუბნო გზები, წესრიგდება სანიაღვრე არხები, ეწყობა გარე განათების სისტემა, ხიდ-ბოგირები, მგზავრთა მოსაცდელები, რეაბილიტირდება საბავშვო ბაღები და სხვ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 60 000 ლარი განისაზღვრა.

ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებაღათურიეს უბანში მოეწყო საავტომობილო ხიდი, ჯიხას უბანში კი სასაფლაომდე მისასვლელი გზა და კიუვეტი, გახომელას უბანში – ნაპირსამაგრი გაბიონი, ხოლო ზემო ნოქალაქევის უბანში მოიხრეშა საავტომობილო გზა.

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ თავად განსაზღვრა ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაც უმნიშვნელოვანესია მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის.

ეს პრინციპი განაპირობებს პროექტების მაღალეფექტიანობას და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდა.

რეგიონების მასშტაბით პროგრამის წარმატებით განხორციელება არის იმის წინაპირობა, რომ მომავალშიც გაგრძელდეს სოფლის მოსახლეობის ასეთი პირდაპირი და ეფექტიანი მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად