„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში

 

სენაკის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 62 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 738 000 ლარია გამოყოფილი.
პროგრამის ფარგლებში ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 32 000 ლარი გამოიყო.

სოფლის კრებებზე მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის საგადელიოს უბანში და სოფელ ისულაში მოეწყო გარე განათების სისტემა; სოფლის ცენტრში რეაბილიტირდა მგზავრთა მოსაცდელი; სოფ. ახალსოფელში შემოიღობა სახნავ-სათესი ნაკვეთების დიდი ნაწილი და მოეწყო მილხიდი.

სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება სოფლის ინფრასტრუქტურული საჭიროებები, გზები და სასმელი წყლის რეაბილიტაცია.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შემდეგ წესრიგდება სოფლის საჭიროებები, რომლებიც მოსახლეობამ თავად შეარჩია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად