სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გაეროს ჰაერის კონვენციის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ჟენევაში გამართულ შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენციის (ჰაერის კონვენცია) 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის შეხვედრაში.

სიტყვით გამოსვლისას, ნინო თანდილაშვილმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და გაუმჯობესების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების და სხვადასხვა მიმართულებით, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჰაერდაცვითი საკითხების გათვალისწინების აუცილებლობაზე. ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ჰაერის კონვენციის საქმიანობის და ზოგადად, ჰაერის დაბინძურების საკითხის შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად