სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გურჯაანელ ფერმერებს შეხვდა და ატმის რეალიზაციის პროცესს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და ატმის რეალიზაციის პროცესს გაეცნო

„16 ტონამდე უკვე გავყიდე. ფასი თავიდან კარგი იყო, თუმცა მერე დაიწია. ყიდვით ასე თუ ისე იყიდება, რაც მთავარია ადგილზე არ ფუჭდება. ფასებს ზოგადად ადგილობრივი ბაზარი არეგულირებს, ტრაილერზე ხარისხის მიხედვით 60-70 თეთრად ბარდება. არ ვართ კმაყოფილი 1 ლარი 20 თეთრი მაინც უნდა იყოს, რომ გლეხმა დანახარჯი ამოიღოს, მოგება დარჩეს და სამომავლოდ დაამუშავოს. ჩემი ბიოპროდუქტია და ძირიტადად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადის. “ – განაცხადა ფერმერმა, სიმონ რუაძემ.

სოლომონ პავლიაშვილის განმარტებით, ატმისა და ვაშლატამას რეალიზაცია შეუფერხცებლად მიმდინარეობს და როგორც გასულ წელს პროცესი წელსაც ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა პირობას ქმნის, რომ პროცესი შეუფერხებლად განვითარდეს. დღეის მდგომარეობით მაღალი ხარისხის ატმის ფასი 1.20 და 1.40-ია, გადარჩეული და არასტანდარტული შეიძლება 20-40 თეთრი იყოს.“- განაცხადა პავლიაშვილმა.

ამ დროისთვის, დაალოებით 12 ათასი ტონა ატამია მოკრეფილი, მათ შორის 4 ათასი ტონა უკვე ექსპორტირებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...