სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოზურგეთში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სოფელ ნატანებში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრი სამუშაო პროცესს გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან , მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაესწრო.
 

ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. სამელიორაციო სამუშაოები 11 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება. მიმდინარეობს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია. 
„ეს მასშტაბით უპრეცენდენტო სამუშაოებია. გარე სავარგულების წყალგამყვანი დამშრობი არხების გაწმენდა, დაახლოებით, 30 წელია არ ჩატარებულა. აღნიშნულის გამო, უხვი ნალექის დროს, დატბორვის საფრთხე არა მარტო გარე სავარგულებს ემუქრებოდა, ასევე, საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობასაც. წყალშემკრები და წყალგამყვანი დამშრობი ქსელის რეაბილიტაცია დაშრობილ ფართობებზე მოსავლიანობის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს. მადლობას ვუხდი „საქართველოს მელიორაციას“ გაწეული სამუშაოებისთვის,“ – განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
გურიის რეგიონში სამელიორაციო სამუშაოებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყება, შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ რიონი–ჩოლოქის სერვისცენტრი აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად