სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

1 ივნისის მონაცემებით:
 სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 27,000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 4 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
 აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე 26, 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ფერმერებმა 12,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღეს.
 აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობამ 10,899 შეადგინა. დაზღვეულია 10,000 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 107 მილიონ ლარს აღემატება.
 შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 319 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 6 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის თანადაფინანსება 400, 000 ლარზე მეტია.
 მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 500-მდე განაცხადი. მოთხოვნილი თანადაფინანსება 15 მლნ-მდე ლარია.
 აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრირებულია 400-ზე მეტი განაცხადი. განაცხადების უმეტესობა, 300-ზე მეტი განაცხადი, სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნაა. სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-
სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსების მოთხოვნით შემოსულია 100-ზე მეტი განაცხადი.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად