“სოფლელებმა” “ბაიერნის” 33-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს

დღეს ბუნდესლიგაში მე-2 ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა

გერმანიის შარშანდელი ჩემპიონი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და უეფას სუპერთასის მფლობლი მიუნხენის “ბაიერნი” ჰოფენჰაიმს ესტუმრა  “ჰოფენჰაიმთან” სათამაშოდ.

“ჰოფენჰაიმის” მიერ ბუნდესლიგის პირველი ტურის შეხვედრაში გასვლაზე “კიოლნთან” ბოლო წუთზე მოპოვებული გამარჯვება ფეხბურთის გულშემატკივარს იმედს უსახავდა, რომ გუნდი საკუთარ  კედლებში პირველ ტურში “შალკეს” გამანადგურებელ “ბაიერნს უბრძოლველად არაფერს დაუთმობდა, თუმცა ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ 2019 წლის 7 დეკემბრის შემდეგ წაუგებლად მოასპარეზე მიუნხენი წააგებდა და თანაც ასეთი ანგარიშით.

“ჰოფენჰაიმი” არ შეუშინდა ტიტულოვან მეტოქეს არ უღალატა თავის შემტევ სტილს, არ ჩადგა დაცვაში და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

ანგარიში შეხვედრის მე-16 წუთზე ბოსნიელმა მცველმა ერმინ ბიჩაკჩიჩმა გახსნა. მან მარცხენა ფლანგიდან დენის გაიგერის მიერ ჩამოწოდებული მაღალი ბურთი მეკარის მოედნის გარე მარცხენა მხრიდან თავით გაგზავნა მეკარისგან მარცხენა კუთხეში – 1:0.

24 წუთზე  მოედნის ცენტრთან ახლოს მყოფ გერმანელ მცველებს ისრაელელი მუნას დაბური დარჩათ უყურადღებოდ. იგი სწრაფად გავიდა მეკერესთან პირისპირ და საჯარიმო მოედანში შესულმა ლამაზი რბილი დარტყმით გადაუგდო ბურთი თავს ზემოთ მის შესახვედრად კარიდან გამოჭრილ მანუელ ნოიერს – 2:0.

36 წუთზე “ჰოფენჰაიმის” კარში პირველივე ზუსტად დარტყმული ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა. გოლი იოზუა  კიმიხმა გაიტანა – 1:2.

77-ე წუთზე ხორვატმა ანდრეი კრამარიჩმა საჯარიმოში ერთი შეხებით გაისწორა ტოგოელი ილას ბებუს მიერ მარჯვენა ფლანგიდან
მიწოდებული ბურთი და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფმა გაუტანა ნოიერს შორეულ კუთხეში – 3:1.

91 წუთზე თავის ნახევრიდან დაძრული ბებუ გაცდა მცველებს და ნოიერმა მასთან პირისპირ გასული ტოგოელი საჯარიმოში მოცელა.

თერთმეტმეტრინი კრამარიჩმა ზუსტად დაარტყა – 4:1.

2019 წლის 7 დეკემბერს მენხენგლადბახში “ბორუსიასთან” წაგებული მატჩიდან 294-ე დღეს “სოფლელებმა” “ბაიერნის” 33-მატჩიანი წაუგებელი სერია (32 მოგება და 1 ფრე) შეწყვიტეს.

დღეს გამართული კიდევ ერთი შეხვედრა “ფრაიბურგსა” და “ვოლფსბურგს” შორის ფრედ დასრულდა 1:1(1:1)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად