სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

2016 წელს  21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება მოხდება. 8 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა“, – შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება შემდეგი მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებისათვის: 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბეღლევი, ბოსლევი (გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი) და ქვედა საზანო; 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები: კალაური და ვაჩნაძიანი; 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ცაიში და რიყე;

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბაყილოვანი, საკობიანო, ყვარელწყალი, დედისფერული, ქორეთი, დუისი, წინუბანი, ჯოყოლო, ბირკიანი, ხორბალო, ზემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ქვემო ხალაწანი, დუმასტური და ომალო;

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები: გომისჯვარი, ლავრისხევი და წინარეხი;

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოლადაანთკარი;

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლები: ზედა მესხეთი და ქვედა მესხეთი;

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მჭადიჯვარი;

ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: ჭართლი, ბუჩაანთკარი, ვაშლობი, ზენუბანი, მენესო, მუგუდა, დოლასქედი, საქერე, სონდა, ჩიტაურები, ჭალისოფელი, ხამუშა და ჯუღისი;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქვედა ნასაკირალი და სოფლები: ნასაკირალი, ქვედა ბახვი, ციხისფერდი, შრომა და წვერმაღალა;

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები: წყალწმინდა, ქვემო აკეთი და აცანა;

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბუკისციხე, დაბლაციხე, შუა ამაღლება, ამაღლება და სამება;

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლები: გელათი და მოწამეთა;

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი სკრა;

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხათგვერდი;

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელხევი;

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაისუბნი;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები: ლაშე და კიცხი;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის საჭირო მკვებავი გაზსადენი;

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი უხუთი;

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი;

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისი;

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი აბასთუმნის გაზიფიცირებისთვის საჭირო მკვებავი გაზსადენი.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად