სოფიო ქაცარავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, სოფო ქაცარავას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. (78 მომხრე, 2 -წინაღმდეგი).

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

შეგახსენებთ: სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით, პარლამენტს თავად სოფო ქაცარავამ მიმართა.

სოფო ქაცარავამ პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა 14 ნოემბერს, პროტესტის ნიშნად დატოვა, რაც კენჭისყრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მომზადებულ კონსტიტუციური პროექტის ჩავარდნას უკავშირდება. მოგვიანებით, სოფო ქაცარავამ სადეპუტატო მანდატზეც თქვა უარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად