A1 ბანერი

სოფიო ქაცარავამ ღასან ხალილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან.

შეხვედრაზე მხარეებმა გაეროს ბავშვთა ფონდის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე ასევე, საქართველოში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე.

„გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს განათლების, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებებით. სწორედ ამიტომ, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მას ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია“ – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები
იტვირთება...