სოფიო ქაცარავა: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი,-ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების ყოფილი თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარმატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს. დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!”,-წერს სოფო ქაცარავა სოციალურ ქსელში.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა 7-მა დეპუტატმა დატოვა, ერთ-ერთი სოფიო ქაცარავაა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის ნაწილი ჯებირებით არის გადაკეტილი და ადგილზე კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები და პოლიტიკოსები დაშლას არ აპირებენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათია. პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა.

აქციის მონაწილეები, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან. საპროტესტო აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად