სოფიო ქაცარავა: ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა

ამის შესახებ სოფიო ქაცარავამ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს განიხილავდნენ.

„ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მთავარი არის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რათა ჩვენი გზა ევროკავშირში და ნატოში იყოს უსაფრთხო. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან მაღალ დონეზე იდგეს, საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებულია ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე.

ჩვენ ვთვლით, რომ ყიჟინა, შეხსენება და კარნახი ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. გავიგეთ თქვენი დესტრუქციული ამოცანა რაც არის. ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა,“- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად