სოფიო ხორგუანი: მეორე ტურში არ მოვუწოდებ ამომრჩეველს ვის დაუჭიროს მხარი, მე ვენდობი მთაწმინდელებს

ამის შესახებ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ჩემი მხრიდან არ იქნება მოწოდებები მეორე ტურში მოწოდებები იმის თაობაზე ვის დაუჭირონ მხარი მთაწმინდელებმა. მე ვენდობი მათ. მხარს არც შავგულიძეს დავუჭერ და არც კახაძეს. მე თავიდანვე ვთქვი რატომაც შემოვედი პოლიტიკაში, ეს იყო ნიჰილიზმი, რაშიც დამნაშავეები არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ პოლიტიკურ ხელისუფლებაში. მე არასოდეს არ ვყოფილვარ პოლიტიკურ ხელისუფლებაში. როდესაც ხელისუფალისადმი ასეთი უნდობლობა და ნიჰილიზმია, ეს იმ ადამიანების ბრალია, ვინც სხვადასხვა დროს პოლიტიკურ ხელისუფლებაში იყვნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად