სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრები 61 წლის კაცი სასულიერო პირებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრები 61 წლის გია გოგოშვილი სასულიერო პირებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

მისი განცხადებით, ​ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურმა და სტიქაროსანმა სახლში მიაკითხეს, მაქანაში ჩასვეს, შემდეგ კი სცემეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამათა მონასტერში მცხოვრებ ბერებთან კონფლიქტი ხშირია, ამის მიზეზი კი, საქონლის მონასტრის ტერიტორიაზე გადასვლაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად