სოფელ ზედა დიმში მაისურაძეების უბანში ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.

ამჯერად რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა სოფელ ზედა დიმში ე.წ. მაისურაძეების უბანში მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. “გი-ან 2011” ასრულებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 485077 ლარს შეადგენს. აღნიშნული საგზაო ინფარსტრუქტურული პროექტი გარდამავალია, ოქტომბერში დაიწყო და 2021 წლის ივნისში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად