სოფელ ველისპირში წყალმომარაგების ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ველისპირში წყალმომარაგების ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიზანია სოფელ ველისპირის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

სოფელ ველისპირში წყალმომარაგების ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიზანია სოფელ ველისპირის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშვილმა ჭაბურღილის მშენებლობის პროცესი ადგილზე შეაფასა. პროექტი ხორციელდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118770 ლარით. წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ჭაბურღილის მოწყობა უახლოეს მომავალში განხორციელდება სოფლებში განახლება, მამულო, გომარეთი, მაშავერა, მამიშლო, აზერბაიჯანული კაკლიანი და კიზილქილისა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად