სოფელ ვეჯინის ამბულატორიის მედიკოსები გურჯაანის მერს გულგრილობაში ადანაშაულებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ამბულატორიის მედიკოსები გურჯაანის მერს გულგრილობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება სოფელის ამბულატორიას, რომლის შენობაც სრულად ამორტიზებულია, მედიკოსებს კი მუშაობა უმძიმეს პირობებში უხდებათ.

შენობაში უხვი ნალექის დროს ისევე წვიმს, როგორც გარეთ, კედლები დაბზარულია, ჭერი გარკვეულ ადგილებში ჩამოწოლილია, იატაკი კი ჩანგრეულია, პაციენტებს რიგში დგომა ქოლგით ხელში უწევთ.

გასულ წელს სოფელში ახალი ამბულატრია აშენდა, თუმცა ექიმ ელმირა ბეციაშვილის თქმით, ახალადაშენებული ფართი უფუნქციოდ არის დატოვებული და მედპერსონალი მასში შესვლას ვერ ახერხებს.
მედიკოსების ბრალდებებს გურჯაანის მერიაში უპასუხეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამბულატორიის ახალი შენობის მშებენლობის პროცესში გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა, რომელთა აღმოფხვრისთანავე მედიკოსები ახალ შენობაში გადასვლას და მუშაობას შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად