სოფელ ვალეში 4 მიტოვებული სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მომხდარი ფაქტის შესახებ “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგნაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე მუშაობდა  30 მეხანძრე-მაშველი და 7 სახანძრო მანქანა.

ხანძრის შედეგად დაიწვა 4 მიტოვებული სახლი და დამხმარე ნაგებობა, დაშავებული არავინ არაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად