სოფელ ვახანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

დაზარალებულმა ოჯახმა სახლიდან ნივთების გამოტანა ვერ შეძლო, რადგან ცეცხლის ალი სწრაფად გავრცელდა. სახლი მხატვრიშვილების მრავალსულიან ოჯახს ეკუთვნოდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი და ათი მეხანძრე მუშაობდა. რამ გამოიწვია ხანძრი უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად