სოფელ წითელხევში, მეფარიშვილების უბნიდან თეთრი ეკლესიისკენ მიმავალი გზა კეთდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში, მეფარიშვილების უბნიდან თეთრი ეკლესიისკენ მიმავალი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

2/2კმ გზის მონაკვეთზე რკინა ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრეები, ცხაურები და გაბიონები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს.”ჯეო-როუდ ინვესტი” ასრულებს, რომლის ღირებულებაც 827 849 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთნ ერთდ გაეცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად